ცილები
ცილები ორგანიზმის ყველა ორგანოსა და ქსოვილების უცილობელი ელემენტია. ცილების მონაწილეობის გარეშე ვერ მოხდება ორგანიზმის ზრდა-განვითარება და რეგენერაცია. ცილები უდიდეს როლს ასრულებენ ფერმენტებისა და ჰორმონების, იმუნიტეტის გამომუშავების პროცესში. მიღებულია ხატოვანი გამოთქმა, რომ ცილები ჩვენი ორგანიზმის ძირითადი სამშენებლო მასალაა. ცილები არის საკვების შეუცვლელი კომპონენტი. ცილების ნაკლებობისას, განსაკუთრებით თუკი ორგანიზმს აკლია ცხიმები და ნახშირწყლები, ცილები იხარჯება ორგანიზმის მიმდინარე ენერგეტიკული ბალანსის შესავსებად. აუცილებელია, ორგანიზმმა მიიღოს ცილების საკმარისი რაოდენობა, ანუ დაცულ იქნეს ცილოვანი ბალანსი. ცილების ხანგრძლივი ნაკლებობისას, ვითარდება ცილების უკმარისობა. ეს იწვევს ორგანიზმის იმუნიტეტის დაქვეითებას, ირღვევა ენდოკრინული სისტემის ფუნქციები, ირღვევა ფერმენტებისა და ჰორმონების გამოყოფა. ცილების ნაკლებობამ შეიძლება მრავალი დაავადება და კოსმეტიკური დეფექტი (მაგალითად თმების ზრდა სახეზე) გამოწვიოს. >>>>