Показаны сообщения с ярлыком დიეტა ბრინჯით. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком დიეტა ბრინჯით. Показать все сообщения

четверг, 7 февраля 2013 г.

დიეტა ბრინჯით

 ბრინჯის დიეტა

გთავაზობთ ბრინჯის დიეტას, რომელიც საკმაოდ ეფექტური და მარტივი მეთოდია ორგანიზმის გასაწმენდად, მარილებისა და შლაკების გამოსადევნად.
4 ჩაის ჭიქაში ჩაყარეთ 2-2 სუფრის კოვზი გარეცხილი ბრინჯი და დაასხით ანადუღარი ცივი წყალი. გააჩერეთ გრილ ადგილზე, ისე რომ ბრინჯი არ ამჟავდეს 4 დღის განმავლობაში. უმჯობესია, თუკი წყალს ყოველდღიურად გამოცვლით. მე-4 დღეს პირველი ჭიქიდან იღებთ ბრინჯს, გადაავლებთ წყალს, მოხარშავთ, კვლავ გადაავლებთ წყალს და მიირთმევთ უზმოზე. ამავე ჭიქაში ჩადებთ ბრინჯის ახალ პორციას. მეორე დღეს მიირთმევთ ბრინჯს მეორე ჭიქიდან და ა. შ. ბრინჯის მიღების შემდეგ 2 საათის განმავლობაში არაფერს არ ჭამთ. დიეტის დაცვის დროს დროს უნდა გამოირიცხოს ცხიმიანი და ცხარე საკვების მიღება. >>>>>