воскресенье, 22 мая 2016 г.

დიეტა გენეტიკური კოდის მიხედვით

დიეტა გენეტიკური კოდის მიხედვით

გასახდომად მოწოდებული უახლესი მეთოდოლოგია, რომელიც შეიმუშავა სამეცნიერო კოლექტივმა საყოველთაოდ ცნობილი სტენფორდის უნივერსიტეტიდან, ეფუძნება ადამიანის დნმ-ის თავისებურების გათვალისწინებას.
ბრიტანული პრესის ბოლოდროინდელი განცხადებებით, მას შეუძლია ნამდვილი რევოლუცია მოახდინოს სხეულის მასის დაქვეითების პროცესში. ამერიკელმა სპეციალისტებმა შეიმუშავეს წონაში დასაკლები მეთოდიკა, რომელსაც საფუძვლად უდევს თითოეული ადამიანის გენეტიკური თავისებურება. ტესტირება კონკრეტული ინდივიდისათვის ყველაზე შესაფერისი დიეტის შერჩევის მიზნით წარმოებს მისი დნმ-ის თავისებურების შესწავლის საფუძველზე.



Комментариев нет:

Отправить комментарий