იტალიური დიეტა
ცნობილია, რომ იტალიელები მაკარონისა და სპაგეტის დიდი მოყვარულები არიან. მიუხედავად ამისა, ისინი იშვიათად უჩივიან ჭარბ წონას. მთელი საიდუმლო კი ხმელთაშუა ზღვის სამზარეულოშია, რომელიც გამოირჩევა ხილის, ბოსტნეულის, თევზეულის სიჭარბით, ასევე ზეთისხილით, უხეშად დაფქვილი ფქვილისაგან გამომცხვარი პურით, წითელი ღვინით. მკვლევარები თვლიან, რომ სწორედ ასეთი რაციონის წყალობითაა, რომ იტალიელები გამოირჩევიან კარგი აღნაგობით, მათში შედარებით დაბალია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, კიბოს განვითარების რისკი.

Комментариев нет:
Отправить комментарий